შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გრძელდება. აქციის პარალელურად, შიმშილობას აგრძელებს სამი პირი.
საპროტესტო აქცია მეოთხე დღეა მიმდინარეობს და მასში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას სოლიდარობას უცხადებენ. აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მითხოვენ.
„აქციები არ დასრულდება, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბონდო თედორაძემ და აღნიშნა, რომ ისინი დათვალიერების მიზნით დენდროლოგიურ პარკში გადაინაცვლებენ.
აქციის მონაწილეები დენდროლოგიური პარკისკენ მიემართებიან.