შეკრების მონაწილეები „ევროპის მოედნიდან“ საპატრიარქოსკენ მსვლელობას მართავენ [ფოტო, ვიდეო]

შეკრების მონაწილეები „ევროპის მოედნიდან“ საქართველოს საპატრიარქოსკენ მსვლელობას მართავენ.

მანამდე, შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართა მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ. მისი განცხადებით, „ისინი არიან ინტელექტუალური პროტესტის მომხრე“.

მსვლელობის მონაწილეები საპატრიარქოს შემდეგ „დედა ენის ბაღში“ გადაინაცვლებენ, სადაც დაფუძნდება „ქართველი ხალხის მარადისობის დღე“.