შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა პროექტის „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის" პილოტირების შედეგები წარადგინა
თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა, რომელზეც პროექტის „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის” პილოტიორების შედეგები წარადგინეს.
როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, სამი წლის განმავლობაში კვლევითი პროექტი, ქალაქების, დაბებისა და მაღალმთიანი სოფლების 13 სკოლაში მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში სკოლებმა გამოიკვლიეს, რა პრობლემები დგას მათ წინაშე და როგორ შეიძლება, მოხდეს მისი გადაჭრა, ასევე რა მიმართულებებით შეიძლება დაიგეგმოს სიახლეები.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მაგალითად, ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, მათ შეიმუშავეს, როგორ მომხდარიყო ქართული ენის სწავლება ეთნიკური უმცირესობებისთვის უფრო ეფექტურად. პროექტი სკოლებმა საერთაშორისო კონსულტანტებთან თანამშრომლობით განახორციელეს.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია სკოლების თვითშეფასებისა და ონლაინ კურსის პრეზენტაციაც, რომელიც პროექტის ფარგლებში შემუშავდა.
,,სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის’’ სამ ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპი მოიცავდა მოწვეული ექსპერტების მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებს, მეორე – სკოლის საჭიროებებზე მორგებული შეფასებისა და განვითარების მოდელების შემუშავებას, ბოლო ეტაპი კი, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. პროექტი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობდა.