შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე აბიტურიენტების 93%-ზე მეტი გამოცხადდა, დაფიქსირდა დაგვიანების ერთი შემთხვევა
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტების 93% მეტი გამოცხადდა. დაფიქსირდა დაგვიანების ერთი შემთხვევა.
„პირველ დღეს განაწილებულ აბიტურიენტთაგან გამოცხადდა 93%-ზე მეტი. საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არის დაგვიანების ერთი შემთხვევა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს, ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.