„შეცვალეს“ აქტივისტებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია გამართეს
მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან (სუს) საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი სუს-ის მიერ უკანონო თვალთვალს აპროტესტებენ. კერძოდ, „შეცვალეს“ აქტივისტები აცხადებენ, რომ ნიკა გვარამიას ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკანონოდ უთვალთვალებდა, რისი ამსახველი ვიდეოკადრებიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
აქციის მონაწილეები სუს-ის შენობასთან ტრანსპარანტებით მივიდნენ, წარწერებით – „ნიკა გვარამიას შვილები შვილები არ არიან?“, „შვილები არ გყავთ?“, „შეცვალე“.