„შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა“ - ამ ლოზუნგით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
„შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა“ – ამ ლოზუნგით პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს, რომლითაც ცხოველთა უფლებების დამცველები და რიგითი მოქალაქეები ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტებს აპროტესტებენ.
როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, აუცილებელია, გადაიხედოს არსებული კანონი და სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაისაჯონ ის პირები, ვინც სასტიკად ეპყრობიან მიუსაფარ ცხოველებს.
აქციის ორგანიზატორის, მიშა კაჭკაჭიშვილის თქმით, ის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრასაც მოითხოვს. მისივე განცხადებით, ამ მოთხოვნით აქციები პერმანენტულად გაიმართება.
„მთავარი მოთხოვნაა დამნაშავეების დასჯა და კანონის გამკაცრება, რადგან საბოლოოდ დასრულდეს ეს ძალადობა. გაჟღერდა ბატონ გომელაურთან შეხვედრის მოთხოვნა და შესაბამისად, ველოდებით მათ პასუხს ერთი საათის განმავლობაში და შემდეგ განვაცხადებთ სამოქმედო გეგმებს. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და აქციები იქნება რადიკალური და პერმანენტული“, – განაცხადა მიშა კაჭკაჭიშვილმა.