შავლეგო ტაბატაძე - ჩემთვის, როგორც აგვისტოს ომის მონაწილე ვეტერანისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება არის შეურაცხმყოფელი
პირადად ჩემთვის, როგორც აგვისტოს ომის მონაწილე ვეტერანისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება არის შეურაცხმყოფელი, – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ განაცხადა.
როგორც შავლეგო ტაბატაძემ აღნიშნა, ჰააგის სასამართლოს წინაშე წარსდგებიან ოკუპანტები და დივერსანტები, რომლებმაც მოახდინეს ქვეყნის ოკუპაცია.
„პირადად ჩემთვის, როგორც აგვისტოს ომის მონაწილე ვეტერანისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება არის შეურაცხმყოფელი. ჰააგის სასამართლოს წინაშე წარსდგებიან ოკუპანტები და დივერსანტები, რომლებმაც მოახდინეს ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის უფლება არ აქვს არც ერთ პოლიტიკურ ძალას. შეიარაღებული ძალები არის ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გარანტი”, – განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.