„შავი ზღვის უნივერსიტეტის" სტუდენტები აქციას მართავენ
„შავი ზღვის უნივერსიტეტის" სტუდენტები აქციას მართავენ

„შავი ზღვის უნივერსიტეტის” სტუდენტები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპულ სკოლასთან აქციას მართავენ. მათი თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც უნივერსიტეტის მიმართ იქნა მიღებული, უსაფუძვლოა და დაუყონებლივ უნდა შეიცვალოს.

„ვითხოვთ, საბჭომ გააუქმოს 20 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტს აეკრძალა ერთი წლით სტუდენტების მიღება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვერც შემდეგ წელს მოვახერხებთ სტუდენტების მიღებას”,- განაცხადა უნივერსიტეტის სტუდენტმა ანი ჭედიამ.

აქციის მონაწილეები პრემიერ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას და საკითხით დაინტერესებას ითხოვენ.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით,  „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“  შეუსრულებელი ფინანსური დავალიანებებისა და დაყადაღებული ქონების გამო, ერთი წლის ვადით შეეზღუდა სტუდენტთა მიღების უფლება.