შავი ზღვის საჰაერო სივრცეში ბრიტანული გამანადგურებლები იწყებენ პატრულირებას
შავი ზღვის საჰაერო სივრცეში ბრიტანული გამანადგურებლები პატრულირებას იწყებენ. Raf Eurofighter Typhoons-ის ტიპის მოიერიშეებს ოფიციალურად მისცეს ნებართვა, NATO-ს მისიაში ჩაერთონ.
როგორც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ რუმინეთში გამართული ოფიციალურ ღონისძიებაზე აღინიშნა, „ბრექსითის“ პირობებში მნიშვნელოვანია, რომ დიდი ბრიტანეთი რჩება NATO-ს ერთგულ და მტკიცე წევრად.
ცერემონიას რუმინეთში დიდი ბრიტანეთის ელჩი ესწრებოდა. მისი თქმით, ასეთი მისიები აუცილებელია, რათა მოკავშირეების ნებისმიერი პოტენციური აგრესიისა თუ საფრთხისგან დაცვა იყოს უზრუნველყოფილი.