შავი ზღვის ჯაზფესტივალის მეორე დღეს ორი კონცერტი გაიმართა
შავი ზღვის ჯაზფესტივალის მეორე დღეს ორი კონცერტი გაიმართა

ბათუმში შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალის მეორე დღეს ორი კონცერტი გაიმართა. თავდაპირველად საათ-ნახევრიანი პროგრამა ქართულმა ჯგუფმა „მოკუ მოკუმ“ წარადგინა. შემსრულებლებმა კომპოზიციები ძირითადად ჰიპ-ჰოპის ჟანრში წარმოადგინეს.

მეორე კონცერტი გამართა ჯგუფმა ნიდერლანდებიდან Kraak & Smaak. ჯგუფმა მსმენელს ელექტრონული მუსიკა და ფანკი შესთავაზა.

წვიმის მიუხედავად, ბათუმის კორტებზე დღეს ხალხმრავლობა იყო.​ ჯაზფესტივალს ხვალ ლეგენდარული ჯგუფი „ინკოგნიტო“ დაასრულებს.