„შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს“ ბენდი R+R დახურავს
„შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს“ ბენდი R+R დახურავს

შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ ფესტივალის სცენას დღეს საღამოს რობერტ გლასპერის ვარსკვლავური შემადგენლობის ბენდი R+R დაიკავებს. ბენდი საქართველოში დღეს ჩამოფრინდა და „ბლექ სი ჯაზ ფესტივალს“ დახურავს.

„ჯგუფის ექვსივე წევრი ნამდვილი ჯაზის მუსიკოსია და ბათუმში მსოფლიო ტურის ფარგლებში ჩამოვიდნენ“,- აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები პირველ არხთან ინტერვიუში.

2018 წლის ზღვისპირა ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 21:00 სთ-ზე დაიწყება