შავი ზღვის გავლით ახალი მარშრუტით უკრაინის პორტში ორი სატვირთო გემი ჩავიდა
შავი ზღვის გავლით ახალი მარშრუტით უკრაინის პორტში ორი სატვირთო გემი ჩავიდა. სატვირთო ხომალდები ჩორნომორსკის პორტში შევიდნენ და 20 000 ტონა ხორბლით დაიტვირთებიან, რომელიც მსოფლიო ბაზრებს მიეწოდება. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამოქალაქო გემები უკრაინის პორტში შევიდნენ რუსეთთან შეთანხმების ჩაშლის შემდეგ, რომელიც უზრუნველყოფდა გემების უსაფრთხოებას. მანამდე დერეფანი მხოლოდ უკრაინიდან გამგზავრებული გემებისთვის იყო გამოყენებული.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა თქვა, რომ გემები ოკეანის კუნძულოვანი ქვეყნის პალაუს დროშით დაცურავენ და რომ მათი ეკიპაჟი შედგება უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ეგვიპტის მოქალაქეებისგან.
უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გემები ხორბალს ეგვიპტესა და ისრაელს მიაწვდიან.
უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მიმწოდებელია ისეთი კულტურების, როგორიცაა მზესუმზირის ზეთი, ქერი, სიმინდი და ხორბალი.