შავდათუაშვილი და მაისურაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ | მინსკი 2019 [ფოტო]
მინსკში მიმდინარე რიგით მეორე ევროპული თამაშების ნახევარფინალში, ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) შვედ ტომ მაციასთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის იჭიდავებს. საგულისხმოა, რომ შავდათუაშვილი პირველი ორთაბრძოლის შემდეგ ტრავმით ასპარეზობდა.
ასევე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს დღეს მოასპარეზე მეორე ქართველი – ლუკა მაისურაძეც.
შეგახსენებთ, რომ ევროპული თამაშების გამო წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი არ გაიმართება, შესაბამისად, წლევანდელი ტურნირი ევროპის ჩემპიონატის რანგშია აყვანილი.