შავ ზღვაზე ტალღების სიმაღლე ოთხ მეტრს მიაღწევს - ზღვაში შესვლა იკრძალება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შავ ზღვაზე ტალღების სიმაღლე ოთხ მეტრს მიაღწევს და საბანაოდ შესვლა იკრძალება.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაფრთხილებთ, 25 სექტემბერს, 18:00 საათიდან ამინდის გაუარესების გამო, შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლე 3.5-დან 4-მეტრამდე მიაღწევს, რის გამოც ზღვაში შესვლა იკრძალება. ყველა სამაშველო კოშკურაზე აღიმართება წითელი ალამი.
ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს! გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.