შავ ზღვაზე 5-ბალიანი შტორმია, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაფრთხილებთ. შავ ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა. ამ წუთებში, დაფიქსირებულია 5-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლე 4 მეტრს აღწევს. შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება; ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს”, – აცხადებენ საგანგაბო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათვე ინფორმაციით, აკრძალვა მოქმედებს 9 სექტემბრის 10:00 საათამდე.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მიუხედავად საშტორმო გაფრთხილებისა, 12:00-დან-14:00 საათამდე საზღვაო მაშველებმა ზღვიდან 12 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს.