შავ ზღვაში, რუმინეთის აკვატორიაში ხომალდი გადაბრუნდა, რომელზეც 14 000 ცხვარი იყო
შავ ზღვაში, რუმინეთის აკვატორიაში ხომალდი გადაბრუნდა, რომელზეც 14 000 ცხვარი იყო

შავ ზღვაში, რუმინეთის აკვატორიაში სატვირთო ხომალდი გადაბრუნდა, რომლის ბორტზეც 14 000 სული ცხვარი იყო. ცხოველების გადასარჩენად სამაშველო ოპერაციაში ჩართულნი არიან სამართალდამცველები, სამაშველო ეკიპაჟები და სამხედრო-საზღვაო ფლოტი.

გავრცელებული ინფორმაციით, პალაუს დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი საუდის არაბეთისკენ მიემართებოდა. ის რუმინეთის პორტ მიდიადან გასვლის შემდეგ გადაბრუნდა.

ბორტზე ეკიპაჟის 22 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი სერბეთის მოქალაქეა. ისინი მაშველებმა გადაარჩინეს.