ნატო-ს წვრთნების გამო, შავ ზღვაში რუსული გემები პატრულირებენ.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წვრთნების „ზღვის ფარის“ გამო, შავ ზღვის აკვატორიაში რუსთის ფლოტის სადაზვერვო და სამხედრო ხომალდები პატრულირებენ.
„შავი ზღვის აკვატორიის წინასწარი განსაზღვრულ რაიონებში ორგანიზებული პატრულირება სადაზვერვო ხომალდებით, ასევე სამხედრო გემებით, სანაპირო სარაკეტო კომპლექ „ბასტიონით“ და „ბალით“, ასევე საზღვაო ავიაციის მონაწილეობით“ – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ შავ ზღვაში 8 აპრილს დაიწყო სამხედრო სწავლება „ზღვის ფარი“, რომელშიც ამერიკელი, ბულგარელი, ბერძენი, კანადელი, ჰოლანდიელი, რუმინელი და თურქი სამხედროები მონაწილეობენ. მანევრები იმართება საქართველოსა და უკრაინის საზღვაო ძალებთან ურთიერთქმედებით.