შავ ზღვაში ნატო-ს სამხედრო ხომალდები გამოჩდნენ. ქართველ და უკრაინელ პარტნიორებთან ერთად, ხომალდები „ევერტსენი“, „სანტა მარია“, „ტორონტო“, „ილდირიმი“, „რეჯელე ფერდინანდი“ და „დრიეზკი“ ოპერაცია “ზღვის ფარში” მიიღებენ მონაწილეობას.
შავ ზღვაში პატრულირების შემდეგ, ორი ხომალდი პირველ აპრილს ოდესის პორტში შევა.
თურქული მხარე ბოსფორის სრუტეში ხომალდების გადაადგილების ამსახველ ფოტოვიდეო მასალას ავრცელებს.