შავ ზღვაში მიმდინარე მასშტაბური სამხედრო სწავლების ფონზე, რუსეთმა ყირიმის ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემა გამოსცადა
შავ ზღვაში მიმდინარე მასშტაბური სამხედრო სწავლების ფონზე, რუსეთმა ყირიმის ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემა გამოსცადა. როგორც „ინტერფაქსი“ იუწყება, ყირიმის ნახევარკუნძულზე სასწავლო შემოწმებაში მონაწილეობდა 20 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, ასევე ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების რამდენიმე დივიზია.
„სულ შემოწმებაში ჩართული იყო 20 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, მათ შორის მზვერავი თვითმფრინავი სუ-24, ბომბდამშენები სუ-27 და სუ-30, ვერტმფრენები მი-8 და კა-27. ასევე ეს-400-ის, „ტრიუმფის“ და „პანცირის“ კომპლექსების დივიზიები“,- განაცხადეს შავი ზღვის ფლოტში.
შეგახსენებთ, რომ შავ ზღვაში 28 ივნისს მასშტაბური საერთაშორისო სწავლებები დაიწყო, რომელშიც ჩართულია ნატო-ც. სულ მანევრებში 32 ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორის არის საქართველოც.