შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდი შევიდა
შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდი, Oak Hill შევიდა. ბოსფორის სრუტეში ამერიკულ გემს თურქეთის სანაპირო დაცვის ხომალდი ახლდა თან. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სარდლობაში აცხადებენ, რომ სამხედრო ხომალდი რუმინეთის სანაპიროსკენ მიემართება.
სადესანტო გემი სამხედრო წვრთნებში – Spring Storm 2018-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 8-დან 15 მარტამდე გაიმართება. მანევრები ორ ქვეყანას შორის საბრძოლო თავსებადობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.