შავ ზღვაში ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი Donald Cook-ი შევიდა. როგორც აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, სამხედრო ხომალდი მიიღებს მონაწილეობას ოპერაციებში, რომელიც შავ ზღვასა და მთლიანად რეგიონში სტაბილურობის გამტკიცებას ისახავს მიზნად.
„აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალები მოკავშირეების გვერდით დგას, მხარს უჭერს საერთო რეგიონულ ინტერესებსა და ზღვის უსაფრთხოებას. შავ ზღვაში ჩვენი შესვლა ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალები ჩართულია უსაფრთხოების საერთო ამოცანების შესრულებაში ამ რეგიონში“, – განაცხადა სამხედრო გემის მეთაურმა მეთიუ პაუელმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე დარდანელის სრუტის გავლით შავ ზღვაში შევიდა ამერიკული სადესანტო ხომალდი Fort McHenry-ი.