შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, „ქართულმა ოცნებამ“ 24 და 25 აგვისტოს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებები გადადო
შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, 24 და 25 აგვისტოს, შიდა ქართლის რეგიონში დაგეგმილი, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ხოჯევანიშვილისა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა დუგლაძის წარდგენა გადადებულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა სამი მგზავრი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.