შარლ მიშელმა რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის გამო გააკრიტიკა, აფრიკის ქვეყნებისთვის მილიონი ტონა მარცვლეულის მიწოდებაზე მოსკოვის შეთავაზებას კი „კეთილშობილების პაროდია“ უწოდა
შარლ მიშელმა რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის გამო გააკრიტიკა, აფრიკის ქვეყნებისთვის მილიონი ტონა მარცვლეულის მიწოდებაზე მოსკოვის შეთავაზებას კი „კეთილშობილების პაროდია“ უწოდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რუსეთი შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის გამო გააკრიტიკა და მის შეთავაზებას აფრიკის ქვეყნებისთვის მილიონი ტონა მარცვლეულის მიწოდების შესახებ „კეთილშობილების პაროდია“ უწოდა. ამის შესახებ „როიტერი” წერს.

შარლ მიშელმა „დიდი ოცეულის“ ყოველწლიურ სამიტზე განაცხადა, რომ 2022 წლის „მარცვლეულის შეთანხმებამ“ დაუცველ ქვეყნებს მოცულობით 30-ჯერ მეტი მარცვლეული მიაწოდა, ვიდრე რუსეთმა აფრიკას.

„თქვენ არამხოლოდ გადაწყვიტეთ ამ შეთანხმებიდან გასვლა, ამავდროულად, თქვენ უტევთ პორტის ინფრასტრუქტურას. შეურაცხყოფის მიზნით, რუსეთი აფრიკის ქვეყნებს მილიონ ტონა მარცვლეულს სთავაზობს, რაც გულუხვობის პაროდიაა. რა ცინიზმი და ზიზღია აფრიკული ქვეყნების მიმართ“, – განაცხადა მიშელმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მისამართით, რომელიც ასევე ესწრებოდა სამიტს.