შარლ მიშელმა ევროკავშირსა და ბელარუსს შორის საზღვრის უკანონო კვეთის პრობლემის გადასაჭრელად ზომების მიღებისთვის თურქეთს მადლობა გადაუხადა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მადლობა გადაუხადა ოფიციალურ ანკარას შეთანხმების მიღწევისთვის, რომლის მიხედვით, ერაყის, სირიისა და იემენის მოქალაქეებს თურქეთის გავლით ბელარუსში ფრენა ეკრძალებათ.
„მადლობა თურქეთის ხელისუფლებას“, – დაწერა მან „ტვიტერზე“ და აქვე თურქეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის ოფიციალური „ტვიტერი“ გააზიარა, სადაც მითითებულია, რომ მიღებულია ზომები ევროკავშირსა და ბელარუსს შორის საზღვრის უკანონო კვეთის პრობლემის გადასაჭრელად.