შარლ მიშელი - ვაგრძელებთ საქართველოს გვერდში დგომას პანდემიის, მისი შედეგების დაძლევასა და რეფორმების გაღრმავებაში
ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდეტნთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას გამოეხმაურა.
როგორც შარლ მიშელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებში.
„ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს გვერდში დგომას პანდემიის, მისი შედეგების დაძლევასა და რეფორმების გაღრმავებაში. მოდით, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია“ – წერს ევროსაბჭოს პრეზიდენტი.