შარლ მიშელი - უნდა მოვემზადოთ ენერგიის მიწოდების სავარაუდო შეფერხებისთვის, ვთხოვეთ კომისიას, იმუშაოს ელექტროენერგიის ოპტიმიზაციაზე, დავადასტურეთ, რომ გამოწვევას გავუმკლავდებით, როგორც ევროპელები
შარლ მიშელი - უნდა მოვემზადოთ ენერგიის მიწოდების სავარაუდო შეფერხებისთვის, ვთხოვეთ კომისიას, იმუშაოს ელექტროენერგიის ოპტიმიზაციაზე, დავადასტურეთ, რომ გამოწვევას გავუმკლავდებით, როგორც ევროპელები

უნდა მოვემზადოთ ენერგიის მიწოდების სავარაუდო შეფერხებისთვის, ჩვენ ვთხოვეთ კომისიას იმუშაოს ელექტროენერგიის ოპტიმიზაციაზე, ამ დებატებზე ჩვენ დავადასტურეთ, რომ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით, როგორც ევროპელები, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შარლ მიშელის თქმით, სამიტზე ენერგეტიკის მიმართულებით ოთხი ძირითადი მიმართულება განიხილეს.

„ენერგეტიკის საკითხზე საუბარისას ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიმოქმედებთ ოთხი ძირითადი მიმართულებით. ესენია, რესურსების დივერსიფიკაცია, ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლა, რაც ფუნდამენტური საკითხია. ასევე, მნიშვნელოვანია მუშაობა ენერგოეფექტურობაზე, რაც ასევე ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია. ჩვენ მოწოდებულ ვართ განვახორციელოთ ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში და განახლებადი ენერგიის წყაროებში. ჩვენ ასევე უნდა მოვემზადოთ ენერგიის მიწოდების სავარაუდო შეფერხებისთვის. ჩვენ ვთხოვეთ კომისიას იმუშაოს ელექტროენერგიის ოპტიმიზაციაზე. ამ დებატებზე ჩვენ დავადასტურეთ, რომ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით, როგორც ევროპელები. ეს წარმოადგენდა გამოწვევას ომამდეც, თუმცა ახლა ეს საკითხი უფრო მწვავედ დგას. და ბოლოს მე ასევე მინდა, ვახსენო ევროპის თავდაცვის საკითხი. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ სფეროში მეტის დახარჯვა, მეტი ინვესტიციების განხორციელება მოგვიწევს​. უფრო ეფექტურად უნდა ვიმოქმედოთ და გავაუმჯობესოთ ევროპის ინდუსტრია ამ სფეროში. ჩვენ ასევე დავადასტურეთ, რომ თავდაცვის სფეროში ნატო და ევროკავშირი ერთმანეთს ავსებენ და ამას დავადასტურებთ კიდევაც მადრიდის სამიტზე“, – განაცხადა მიშელმა.