ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სომხეთსა და აზერბაიჯანს დეესკალაციისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ შარლ მიშელი სოციალურ გვერდ „ტვიტერზე“ წერს.
„დღევანდელი მოვლენების შესახებ აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტებთან გამართული დისკუსიის შედეგად, მხარეებს მოვუწოდებ სასწრაფო დეესკალაციისკენ და ცეცხლის შეწყვეტისკენ. რეგიონში სიტუაცია რთულია, დაძაბულობის დასაძლევად ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს იმუშაოს პარტნიორებთან სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის“, – წერს შარლ მიშელი საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე.