შარლ მიშელი - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინის წარმოების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობა გავაგრძელოთ
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინის წარმოების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობა გავაგრძელოთ, – ამის შესახებ ეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ლიდერების საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვაქცინის განაწილების პროცესში არსებული ხარვეზები იყო.
ევროკავშირის ლიდერებმა ასევე მოუწოდეს ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს, რათა მათ შეასრულონ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები და უზრუნველყონ ვაქცინის წარმოების პროგნოზირება.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა „ასტრაზენეკა“, რომ ვაქცინის სხვა ქვეყნებში გატანამდე ევროკავშირთან გაფორმებული კონტრაქტის პირობები შეასრულოს.
„ვფიქრობ ნათელია,რომ „ასტრაზენეკამ“ ვაქცინის ექსპორტის დაწყებამდე, პატივი უნდა სცეს შეთანხმებას, რომელიც მას ევროპის ქვეყნებთან აქვს გაფორმებული“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ვირტუალურ სამიტში მონაწილეობას იღებდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ივნისში დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე სტრატეგიული დისკუსია იქნება რუსეთზე.