ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ეწვია.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ.
შარლ მიშელი საქართველოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწვევით ჩამოვიდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხვალ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრები როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.