შარლ მიშელი - საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეიძლება, მიიღოს მხოლოდ საქართველოში ქართველი ხალხმა
შარლ მიშელი - საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეიძლება, მიიღოს მხოლოდ საქართველოში ქართველი ხალხმა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მიშელი აღნიშნავს, ზურაბიშვილთან შეხვედრა საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში შედგა.

„შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში. როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, საქართველომ უნდა გააღრმაოს თავისი რეფორმები ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად. რეფორმები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპები ევროკავშირის გზის საფუძველია. საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეიძლება, მიიღოს მხოლოდ საქართველოში ქართველი ხალხმა“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.