ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.
„შეთანხმება საქართველოში. საქართველოს გაუმარჯოს! ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს ამ კრიზისიდან გამოსასვლელად შეთანხმების ხელმოწერას. თქვენ ხალხის ინტერესები წინ დააყენეთ და დემოკრატიას გამარჯვების საშუალება მიეცით. მადლობა პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და ყველა მხარეს“,- წერს შარლ მიშელი „ტვიტერზე“.
შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ორბელიანების სასახლეში ხელმოწერის ცერემონია იმართება. ხელმოწერის ცერემონიას შარლ მიშელი ონლაინ რეჟიმში ესწრება.