შარლ მიშელი - რიგ ქვეყნებში არის ბიზნესმოდელები ოლიგარქებით, რომლებიც დაახლოებულნი არიან რუსეთთან, ყიდულობენ მედიასაშუალებებს, ხელს უწყობენ დესტაბილიზაციური ინფორმაციის გავრცელებას
შარლ მიშელი - რიგ ქვეყნებში არის ბიზნესმოდელები ოლიგარქებით, რომლებიც დაახლოებულნი არიან რუსეთთან, ყიდულობენ მედიასაშუალებებს, ხელს უწყობენ დესტაბილიზაციური ინფორმაციის გავრცელებას

ვფიქრობ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ არსებობს გარკვეული მომაკვდინებელი საწამლავი დემოკრატიისთვის და ეს საწამლავი არის კორუფციისა და დეზინფორმაციის კოქტეილი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რეიკიავიკის სამიტზე განაცხადა.

მიშელის თქმით, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა არის გარანტია ხარისხის და არადისკრიმინაციულობის.

„ჩვენ ვიცით, რომ რიგ ქვეყნებში არსებობს ბიზნესმოდელები ოლიგარქებით, რომლებიც დაახლოებულნი არიან რუსეთთან და ისინი ყიდულობენ მედიასაშუალებებს, პოლიტიკოსებს, ხელს უწყობენ დეზინფორმაციასა და დესტაბილიზაციური ინფორმაციის გავრცელებას. ამის ანტიდოტი დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობაა, რომელიც არის გარანტია ხარისხის და არადისკრიმინაციულობის“, – განაცხადა მიშელმა.