შარლ მიშელი - მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება
მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება, – ამის შესახებ განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გერმანიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან ასევე ისაუბრა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
„ომი უკრაინაში ევროკავშირსაც გარდაქმნის. სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ უკანასკნელ სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ და ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება. ეს არის ისტორიული მომენტი უკრაინისთვის და ევროპის მომავლისთვის“,- განაცხადა მიშელმა.