შარლ მიშელი - მივესალმებით საქართველოს მიერ გადადგმულ ბოლო ნაბიჯებს, ყველაფერს გავაკეთებთ მისი მცდელობების მხარდაჭერისთვის, მაგრამ ბევრი იქნება დამოკიდებული საქართველოზეც
მივესალმებით საქართველოს მიერ გადადგმულ ბოლო ნაბიჯებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს მცდელობებს, მაგრამ ვნახავთ, როგორი იქნება ევროკომისიის მოხსენება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროგაერთიანების ლიდერთა სამიტის დაწყების წინ განუცხადა.
მისი თქმით, ევროკომისია გაფართოების შესახებ მოხსენებას გამოაქვეყნებს მიმდინარე წლის ზაფხულის შემდეგ და, აღნიშნულ მოხსენებაზე დაყრდნობით, წლის ბოლოს, სავარაუდოდ, დეკემბერში ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას.
„რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ გადადგმულ ბოლო ნაბიჯებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს მცდელობებს, მაგრამ ვნახავთ, როგორი იქნება მოხსენება ზაფხულის შემდეგ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე, რეკომენდაციების შესრულება იქნება მთავარი, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება წლის ბოლოს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.