შარლ მიშელი - სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას, ვფიქრობ, საჭირო გახდება ზომების მიღება გაზსა და ნავთობზეც
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ ადრე თუ გვიან საჭირო იქნება რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტთან დაკავშირებით ზომების მიღება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
შარლ მიშელი წერს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების ახალი პაკეტი ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას მოიცავს.
„ჩვენ ვამკაცრებთ სანქციებს, რათა მაქსიმალური ზემოქმედება შევინარჩუნოთ კრემლზე. ახალი პაკეტი მოიცავს ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ასევე საჭირო გახდება ზომების მიღება ნავთობსა და გაზთან დაკავშირებითაც“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ევროკომისიის მიერ შემუშავებული სანქციების ახალი პაკეტი გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა.