შარლ მიშელი - მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 76 წელი გავიდა, გვახსოვს ყველა, ვინც იმ ბნელ დროში იტანჯებოდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მსგავსი აღარასდროს განმეორდეს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მეორე მსოფლიო ომის დასრულების 76 წლისთავს გამოეხმაურა.
„მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დღეს 76 წელი შესრულდა. გვახსოვს ყველა, ვინც იმ ბნელ დროში იტანჯებოდა. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მსგავსი აღარასდროს განმეორდეს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერში“ წერს.
1945 წლის 8 მაისს, კარლჰოსტში, ევროპის დროით 23:01 საათზე, ხელი მოეწერა ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციას, რომლის შემდეგაც ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. შესაბამისად, საფრანგეთი და სხვა ევროპული სახელმწიფოები ყოველწლიურად „ევროპაში გამარჯვების დღეს“ აღნიშნავენ.
თარიღთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს საღამოს ელისეის მინდვრებზე ეროვნულ ცერემონიალს გამართავს.