შარლ მიშელი - მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრის და თქვენი, პოლიტიკურო ლიდერებო, ოპოზიციური პარტიების არჩეულო წევრებო, თქვენი სიმამაცისა და მამაცური პოლიტიკური არჩევანისთვის
მადლობელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის და თქვენი, პოლიტიკურო ლიდერებო, ოპოზიციური პარტიების არჩეულო წევრებო თქვენი სიმამაცისა და მამაცური პოლიტიკური არჩევანისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე ონლაინჩართვისას განაცხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო დიპლომატიურ გუნდს, რომელიც დაუღალავად მუშაობდა თქვენთან ერთად, ასევე, კარლ ჰარცელს და ელჩ დეგნანს. ჩვენ ვაფასებთ ყველა თქვენგანის ძალისხმევას. მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრისა და თქვენი, პოლიტიკურო ლიდერებო, ოპოზიციური პარტიების არჩეულო წევრებო, თქვენი სიმამაცისა და მამაცური პოლიტიკური არჩევანისთვის. ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვიყავით მთელი ამ დროის განმავლობაში. თქვენ გამიზიარეთ თქვენი აზრები, რაც უზომოდ სასარგებლო იყო ჩემთვის. მადლობა თქვენი სიბრძნისთვი. ეს შეთანხმება არ არის ფინალური ხაზი. ეს არის საწყისი წერტილი, საწყისი წერტილი თქვენი მუშაობისთვის, საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის, საწყისი წერტილი თქვენი მუშაობისთვის, რათა გაუძღვეთ ქვეყანას ევროატლანტიკურ გზაზე“, – აღნიშნა შარლ მიშელმა ბრიუსელიდან ონლაინ ჩართვის დროს.