შარლ მიშელი - მადლობა, ბატონო პრემიერო თქვენი გამბედაობისთვის, პოლიტიკური არჩევანისთვის და ქვეყნის მომავლის შესახებ თქვენი ხედვისთვის
შარლ მიშელი - მადლობა, ბატონო პრემიერო თქვენი გამბედაობისთვის, პოლიტიკური არჩევანისთვის და ქვეყნის მომავლის შესახებ თქვენი ხედვისთვის

მადლობა ბატონო პრემიერო, ბოლო კვირების განმავლობაში ახლო კომუნიკაციისთვის, თქვენი ვიზიტისთვის ბრიუსელში და თქვენი გამბედაობისთვის, პოლიტიკური არჩევანისთვის და ამ ქვეყნის მომავლის შესახებ თქვენი ხედვისთვის,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ აქ ვარ ისევ, საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტიდან ექვსი კვირის შემდეგ. სასიამოვნოა აქ ყოფნა და შეხვედრა პოლიტიკურ ლიდერებთან, რომლებიც ერთად იმუშავებენ ინკლუზიურ პარლამენტში. მადლობა ბატონო პრემიერო, ბოლო კვირების განმავლობაში ახლო კომუნიკაციისთვის, თქვენი ვიზიტისთვის ბრიუსელში და თქვენი გამბედაობისთვის, პოლიტიკური არჩევანისთვის და ამ ქვეყნის მომავლის შესახებ თქვენი ხედვისთვის. ჩემს პატივისცემას გამოვხატავ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართაც, იმ ერთგულებისთვის, რომელიც გამოხატეს თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გვერდით გაწევით. ეს არ არის სისუსტე, ეს არის სიძლიერე და ეს არის ის გონივრული მიდგომა, რომელიც საჭირო იყო ამ ეტაპზე. ჩვენ ამ მომენტით უნდა ვისარგებლოთ, რათა პარლამენტში ერთად ვიმუშაოთ უკეთესი მომავლისთვის. რეფორმები არის ის, რაც საქართველოს სჭირდება, რაც უზრუნველყოფს თქვენი მოსახლეობის უკეთეს მომავალს, იმისთვის, რომ გაიხსნას გზა უფრო სიღრმისეული თანამშრომლობისთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.