შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს - ევროკავშირი თქვენთან ერთად დგას და კვლავაც მტკიცედ ერთგულია ევროპული პერსპექტივის, რომელიც ქართველი ხალხისთვის ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს
შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს - ევროკავშირი თქვენთან ერთად დგას და კვლავაც მტკიცედ ერთგულია ევროპული პერსპექტივის, რომელიც ქართველი ხალხისთვის ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ბრიუსელში გამართულ შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„ევროკავშირი თქვენთან ერთად დგას ამ გზის თითოეულ ეტაპზე და კვლავაც მტკიცედ ერთგულია ევროპული პერსპექტივის, რომელიც ქართველი ხალხისთვის ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს,“ – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი „ტვიტერში“.

შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

„ევროპულ გზაზე წინსვლისთვის ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გადამწყვეტია მთავარი პრიორიტეტების განხორციელება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნე სასამართლო რეფორმის, კანონის უზენაესობისა და პრესის თავისუფლების რეფორმების გაღრმავების აუცილებლობის შესახებ“, – წერს შარლ მიშელი.