შარლ მიშელი - ევროკავშირი მოწოდებულია, გააძლიეროს საქართველოსთან სამომავლო პარტნიორობა
შარლ მიშელი - ევროკავშირი მოწოდებულია, გააძლიეროს საქართველოსთან სამომავლო პარტნიორობა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დღეს გამართული შეხვედრის შესახებ „ტვიტერში“ წერს.

„ირაკლი ღარიბაშვილთან ვიმსჯელე ევროკავშირის სრულ მხარდაჭერაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ევროკავშირი მოწოდებულია, გააძლიეროს საქართველოსთან სამომავლო პარტნიორობა.

გამოვხატე პოზიცია, რომ რეფორმები დემოკრატიულ პროცესში და კანონის უზენაესობა ისე საჭიროა, როგორც არასდროს“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.