შარლ მიშელი - ევროკავშირი იყენებს სიტყვებს „ყვითელი ბარათი“ ან „წითელი ბარათი“, ეს დამამცირებელია, ვქმნით შთაბეჭდილებას, რომ ერთდროულად ვართ მოთამაშეც და მსაჯიც
შარლ მიშელი - ევროკავშირი იყენებს სიტყვებს „ყვითელი ბარათი“ ან „წითელი ბარათი“, ეს დამამცირებელია, ვქმნით შთაბეჭდილებას, რომ ერთდროულად ვართ მოთამაშეც და მსაჯიც

სტანდარტების დარღვევებზე საუბრისას ევროკავშირი იყენებს სიტყვებს „ყვითელი ბარათი“ ან „წითელი ბარათი“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს მოქმედმა პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

შარლ მიშელის თქმით, ეს სიტყვები დამამცირებელია.

„ევროკავშირის მიდგომა სავაჭრო პარტნიორებისთვის თავისი სტანდარტებისა და რეგულაციების დაწესების კუთხით, მაგალითად, თევზჭერის წესებთან დაკავშირებით, ხშირად დამამცირებელია. სტანდარტების დარღვევებზე საუბრისას ევროკავშირი იყენებს სიტყვებს „ყვითელი ბარათი“ ან „წითელი ბარათი“. სიტყვები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, ნამდვილად დამამცირებელია, რადგან ჩვენ ვქმნით შთაბეჭდილებას, რომ ვართ მოედანზე ერთდროულად მოთამაშეც და მსაჯიც“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.