ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 6 აპრილს თურქეთში ჩავლენ. როგორც ევროკავშირის პრესსპიკერი აცხადებს, დაგეგმილია მათი მოლაპარაკებები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.
ევროკავშირში შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტის კონკრეტული მიზანი არ დაუსახელებიათ. თუმცა, როგორც ბრიუსელში ამბობენ, ევროპელი მაღალჩინოსნების თურქეთში ჩასვლა ანკარასთან ურთიერთობების გადატვირთვის ფარგლებში განხორციელდება.