შარლ მიშელი - აღშფოთებული ვარ დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმით, მკაცრად ვგმობ ამ მხდალი აგრესიის აქტს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენზე კოპენჰაგენში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.
„აღშფოთებული ვარ დღეს ღამით კოპენჰაგენში დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმით. მე მკაცრად ვგმობ ამ მხდალი აგრესიის აქტს. მთელი ჩემი ფიქრები შენთან და შენს ოჯახთანაა, ძვირფასო მეტე და იმედი მაქვს, რომ მალე გადალახავ ამ საშინელ თავდასხმას“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.
დანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს კოპენჰაგენში მამაკაცმა სცემა. „პრემიერ-მინისტრი შოკირებულია მომხდარით, მაგრამ დამატებითი კომენტარი არ აქვს“, – განაცხადეს დანიის პრემიერ-მინისტრის ოფისში. დანიური მედიის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.