უიმბლდონის ქალთა ტურნირზე მეორე დღესაც ორი სენსაცია მოხდა. პირველ დღეს, ქალთა ძირითად ბადეს გამოეთიშნენ მეოთხე და მეხუთე ნომრები – ამერიკელი სლოან სტივენსი და უკრაინელი ელინა სვიტოლინა.
მეორე დღეს, მათი ბედი გაიზიარეს უიმბლდონის ორგზის ჩემპიონებმა ჩეხმა პეტრა კვიტოვამ და რუსმა მარია შარაპოვამ. მერვე ნომრად განთესილმა ჩეხმა სენსაციურად წააგო ბელარუს ალექსანდრა სასნოვიჩთან – 4:6, 6:4, 0:6.
კვიტოვას მარცხი შეიძლება იმასაც დაბრალდეს, რომ ჩეხმა გასულ კვირას, ტრავმის გამო ვერ შეძლო ისტბურნის ტურნირში მონაწილეობა და, როგორც ჩანს, ვერ მოასწრო აღდგენა.
რაც შეეხება შარაპოვას, მან კატასტროფულად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე – 11 ორმაგი შეცდომა დაუშვა და თანამემამულე ვიტალია დიატჩენკოს შვიდჯერ დაუთმო საკუთარი მოწოდება.
მიუხედავად ამისა, შარაპოვა მაინც ახლოს იყო მოგებასთან – პირველი პარტია ტაი-ბრეიკზე აიღო, მეორეში კი 2:0 იყო დაწინაურებული, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა და 3 საათსა და 11 წუთში 7:6(3), 6:7(3), 4:6 დამარცხდა.
ქალები
I წრე
ჰალეპი (რუმ, 1)-ნარა (იაპ) 6:2, 6:4
მუგურუსა (ესპ, 3)-ბროუდი (ბრიტ) 6:2, 7:5
ბენჩიჩი (შვეიც)-გარსია (საფ, 6) 7:6(2), 6:3
სასნოვიჩი (ბლრ)-კვიტოვა (ჩეხ, 8) 6:4, 4:6, 6:0
კერბერი (გერ, 11)-ზვონარევა (რუს) 7:5, 6:3
ოსტაპენკო (ლატ, 12)-დანი (ბრიტ) 6:3, 7:6(5)
კასატკინა (რუს, 14)-ფეტი (ხორ) 6:2, 7:5
მერტენსი (ბელ, 15)-კოლინზი (აშშ) 6:3, 6:2
ბარტი (ავსტრა, 17)-ფოგელი (შვეიც) 7:5, 6:3
ოსაკა (იაპ, 18)-ნიკულესკუ (რუმ) 6:4, 6:1
კონტა (ბრიტ, 22)-ვიხლიანცევა (რუს) 7:5, 7:6(7)
დიატჩენკო (რუს)-შარაპოვა (რუს, 24) 6:7(3), 7:6(3), 6:4
გავრილოვა (ავსტრა, 26)-დიასი (ყაზ) 6:2, 6:3
სუარეს გავარო (ესპ, 27)-ვიტჰოფტი (გერ) 6:2, 6:4
კონტავეიტი (ესტ, 28)-ალერტოვა (ჩეხ) 6:2, 6:2
ჰსიე (ტაივ)-პავლიუჩენკოვა (რუს, 30) 6:4, 4:6, 6:3
ს. ჟენგი (ჩინ)-კ. ვანგი (ჩინ) 6:3, 4:6, 6:1
არუაბარენა (ესპ)-ბოგდანი (რუმ) 6:1, 3:6, 8:6
ციბულკოვა (სლოვაკ)-კორნე (საფ) 7:6(3), 6:1
ვიკერი (აშშ)-ვონდროუშოვა (ჩეხ) 6:1, 6:2
ფლიპკენსი (ბელ)-უოტსონი (ბრიტ) 6:4, 7:5
კენინი (აშშ)-საკარი (საბ) 6:4, 1:6, 6:1
სტოსური (ავსტრა)-ს. პენგი (ჩინ) 6:4, 7:5
თაუნსენდი (აშშ)-პარმენტიე (საფ) 6:2, 6:4
ვან უიტვანკი (ბელ)-ჰერცოგი (სლოვენ) 6:2, 6:2
ბრეიდი (აშშ)-კოზლოვა (უკრ) 6:2, 6:7(4), 6:2
ბუშარი (კან)-ტეილორი (ბრიტ) 6:0, 4:6, 6:3
პუტინცევა (ყაზ)-ლინეტი (პოლ) 6:3, 3:6, 10:8
ლიუ (აშშ)-კონიუჰი (ხორ) 6:2, 6:7(2), 6:3
ბულტერი (ბრიტ)-სეპედე როიგი (პარ) 6:4, 5:7, 6:4
სორიბეს ტორმო (ესპ)-კანეპი (ესტ) 7:6(5), 6:1
რისკე (აშშ)-დუკე მარინო (კოლ) 6:1, 6:1