შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა ზ.ხ-მ, რომელიც შეუძლოდ იყო, სასამართლო სხდომა დატოვა
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა ზ.ხ-მ, რომელიც შეუძლოდ იყო, სასამართლო სხდომა დატოვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა არასრულწლოვანმა ზ.ხ.-მ და მისმა ადვოკატმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სხდომა დატოვეს.

როგორც უფლებადამცველმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა, ზ.ხ., რომელიც ოთხი დღეა შიმშილობს, ცუდად გახდა. მან სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა, რადგან სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად, მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.

„სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა განაცხადა, რომ ზ.ხ. თავს კარგად გრძნობს. თუმცა მას თავბრუსხვევა, ხელებისა და ფეხების დაბუჟება აღენიშნებოდა, რის გამოც სხდომაზე დასწრება ვერ შეძლო. მისი სურვილია, დასვას მოწმეების მიმართ კითხვები, ამიტომ იშუამდგომლა სხდომის გადადებაზე. პროკურატურა არ დაეთანხმა და მოითხოვა პროცესის გაგრძელება. ამის შემდეგ ზ.ხ.- მ დატოვა სხდომა, რადგან ისევ შეუძლოდ გახდა. მითხრა, დამეტოვებინა სხდომა და არ მიმეღო ამ ფარსში მონაწილეობა. ამიტომ გამოვედი მეც. ახლა სასამართლო მსჯელობს, გააგრძელოს თუ არა სხდომა ზ.ხ.-სა და მისი ადვოკატის გარეშე “, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.