შანხაიში, სუპერმარკეტში თავდასხმა მოხდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შანხაიში, სუპერმარკეტ „უოლმარტში“ დანით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაჭრილია. ჩინეთის პოლიციის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე დაკავებულია 37 მამაკაცი.
ადგილზე ათობით სპეცრაზმელი და მაშველი იყო მობილიზებული. სავაჭრო ცენტრიდან განხორციელდა ხალხის ევაკუაცია.
სამართალდამცველების ინფორმაციით, სამი დაშავებული მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
დანარჩენების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.