30 ქართული კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქ შანხაიში გამართულ მასშტაბურ გამოფენაზე Prowein Shanghai 2017-ზე წარადგინეს.
ქართული კომპანიები უკვე მეორედ მონაწილეობდნენ Prowein Shanghai 2017-ში, რომელსაც 100 ათასზე მეტი ვიზიტორი – დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ღვინის პროფესიონალი ესწრება, რაც არის იმის წინაპირობა, რომ კომპანიებმა დაამყარონ ახალი საქმიანი კონტაქტები, გააფორმონ თანამშრომლობის ხელშეკრულებები და შესაბამისად, გაზარდონ ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთში.
გამოფენის ფარგლებში ჩატარდა ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ღვინის საერთაშორისო მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა.
ჩინეთი რჩება ქართული ღვინის საექსპორტო სტრატეგიულ ბაზრად. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 6,1 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 41%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს.