შანხაიმ Victoria's Secret-ის 2017 წლის ფინალურ შოუს უმასპინძლა
შანხაიმ Victoria's Secret-ის 2017 წლის ფინალურ შოუს უმასპინძლა

შანხაიმ Victoria’s Secret-ის 2017 წლის ფინალურ შოუს უმასპინძლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ჰარპერ ბაზარი“ ავრცელებს.

2017 წლის Victoria’s Secret შოუ სამხრეთ აფრიკელმა ტოპ მოდელმა, ქენდის სვეინპოლმა გახსნა, ხოლო შოუ ბრაზილეილმა ტოპ მოდელმა ალესანდრა ამბროსიომ დახურა.

ორგანიზატორების თქმით, წლევანდელი შოუ ყველაზე გრანდიოზული და მასშტაბური იყო. შოუში მონაწილეობას იღებდნენ ადრიანა ლიმა, ლილი ოლდრიჯი, სტელა მაქსველი, ელსა ჰოსკი, მარტა ჰანთი, გრეის ელიზაბეტი და სხვა Victoria’s Secret ანგელოზები.

ორი მილიონი დოლარის ღირებულების Fantasy Bra ბრაზილიელმა მოდელმა ლაის რიბეირომ მოირგო.

Victoria’s Secret- მა წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუ ჩინეთში პირველად ჩაატარა.