შალვა თადუმაძე - მივიღებთ მამუკა ხაზარაძისგან ე.წ. მუქარის წერილს და თუ ფარატინა ფურცელია, გეტყვით, რომ ეს ფარატინა ფურცელი იყო
შალვა თადუმაძე - მივიღებთ მამუკა ხაზარაძისგან ე.წ. მუქარის წერილს და თუ ფარატინა ფურცელია, გეტყვით, რომ ეს ფარატინა ფურცელი იყო

ჩვენ ვნახავთ, არის თუ არა ეს ფარატინა ფურცელი და თუ ფარატინა ფურცელია, გეტყვით, რომ ეს იყო ფარატინა ფურცელი, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ მამუკა ხაზარაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის მიხედვით, ხაზარაძემ შს ყოფილი მინისტრის ე.წ. მუქარის წერილის დედანი პროკურატურაში უნდა წარადგინოს.

თადუმაძის თქმით, პროკურატურა მიიღებს და შეისწავლის ამ წერილს.

„ჩვენ მივიღებთ ამ წერილს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ. ჩვენ ვნახავთ, არის თუ არა ეს ფარატინა ფურცელი და თუ ფარატინა ფურცელია გეტყვით, რომ ეს იყო ფარატინა ფურცელი”, – განაცხადა თადუმაძემ.

მამუკა ხაზარაძე დღეს განაცხადა, რომ ე.წ. მუქარის წერილის ორიგინალის პროკურატურისთვის გადაცემაზე სახალხო დამცველთან კონსულტაციები მიმდინარეობს.