შალვა თადუმაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე და მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის და საპროცესო კანონმდებლობის რეფორმის შესახებ იმსჯელეს.
დელეგაციის წევრებს საქართველოს პროკურატურის მუშაობის სპეციფიკის, უწყების პრიორიტეტების, პროკურატურის განვითარების სტრატეგიის და სამომავლო გეგმების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია. შეხვედრაზე ასევე სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციასთან მთავარ პროკურატურაში გაიმართა.